2023-02-01 23:27:25, 811 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშილი - ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ აშშ-ში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს წარმომადგენლობა და ბრიუსელში ჰქონდეს ოფისი
ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ბრიუსელში, აშშ-ში ნაციონალურ მოძრაობას უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა და მათ შორის, ჩვენ იქ აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვმუშაობდეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ის მუშაობს საკითხზე, რომ ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაიხსნას, სადაც კონკრეტული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.
"ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ბრიუსელში, აშშ-ში ნაციონალურ მოძრაობას უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა და მათ შორის, ჩვენ იქ აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვმუშაობდეთ. მე ამაზე ვმუშაობ, რომ ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყოს გახსნილი, სადაც კონკრეტული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,