19:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 17:19:14, 861 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანის განცხადებით, EPP მხარს უჭერს ევროპარლამენტში სააკაშვილის მდგომარეობაზე სასწრაფო დებატების გამართვას

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს სასწრაფო პლენარულ დებატებს ევროპარლამენტში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი Twitter-ზე წერს.

ლექსმანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. 

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს სასწრაფო პლენარულ დებატებს ევროპარლამენტში. მას უნდა მიეცეს საშუალება სასწრაფოდ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას",- წერს ლექსმანი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. დღევანდელ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics