11:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 15:20:33, 1529 ნახვა

მსოფლიო
მედია - შესაძლოა, ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში შეხვდეს

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს, შესაძლოა, თვის ბოლოს პოლონეთში შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია Dziennik Gazeta Prawna-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტისას, გამორიცხული არ არის, რომ პოლონეთს ვოლოდიმირ ზელენსკიც ეწვიოს.

მათივე ცნობით, შეხვედრა შესაძლოა თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით შედგეს. შეხვედრის სავარაუდო ადგილად კი ქალაქები - ჟეშუვი და ვარშავა სახელდება.

"უკრაინის პრეზიდენტი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და უკრაინის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს",- იუწყება გამოცემა უკრაინაში დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით.

ამასთან, პოლონური გამოცემა აღნიშნავს, რომ სამშვიდობო გეგმა10 პუნქტისგან შედგება, რომელიც მოიცავს ომის დამნაშავეთა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ახალ გარანტიებს ევროატლანტიკური ინსტიტუტების ფარგლებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics