2023-02-01 12:08:24, 1282 ნახვა
პოლიტიკა
ფეიგინი - საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, 20 თებერვალს ახალ გლობალურ აქციას ვატარებთ
საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას,- ამის შესახებ რუსი ბლოგერი და უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს.
ფეიგინი დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვახორციელებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დამამცირებელი მოპყრობით, გამოვიდნენ საკუთარ დედაქალაქებში პარლამენტთან და სამთავრობო შენობებთან. ამ პროცესში უნდა ჩაერთოთ",- წერს ფეიგინი.
ცნობისთვის, მარკ ფეიგინის ინიციატივით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით აქციები გაიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,