|
2023-02-01 11:50:05, 874 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდება. „გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება - თბილისის მერიის სტიპენდია. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ზემოთხსენებულ კატეგორიას განეკუთვნებიან. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც არაუმეტეს 1125 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა მიმართონ მერიას, ხოლო რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიიღებენ. „2022 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და დავამატეთ ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება - მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, 4 555 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, 3 720 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ჩამოთვლილი კატეგორიის სტუდენტებს აღნიშნული პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)