|
2023-01-31 13:24:13, 943 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და ევროპის საუკეთესო ოცეულშია
2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში - ევროპის საუკეთესო ოცეულშია - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2022-ის" შეფასებისას. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მსოფლიო მასშტაბით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 4 ადგილით დაწინაურდა, შეფასების ქულა გაიუმჯობესა და იკავებს 41-ე ადგილს. ბოლო 7 წელია კი ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში. „საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 20-ე ადგილზეა იტალიასთან, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად - თანაბარი 56 ქულით. 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის" მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: პოლონეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საბერძნეთს, მალტას, ხორვატიას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს. საქართველო პირველ ადგილზეა შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რაც კარგად ეხმიანება იმ შეფასებებს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერაა გამოქვეყნებული ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, სადაც ქვეყანა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლების (კონტროლის) მიხედვით, მე-40 პოზიციაზეა, უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და შემფასებელი ორგანიზაციების მხრიდან, მოხვედრილია ევროპის ან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულებში. ასე რომ, მიმართულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით, წარმატებულია. ქვეყანა ლიდერია რეგიონში და ერთ-ერთი თვალსაჩინოა ევროპის მასშტაბით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. 2022 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის" ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის" ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები", მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)