04:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 17:40:12, 1147 ნახვა

სამართალი
ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების გამოვლინების ფაქტები 2022 წელს 24%-მდე გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წელს, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1427.60 კუბური მეტრი ხე-ტყის (2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 306 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელზე, თითქმის 24%-ით მეტია.  

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

"2022 წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, 43 მეწარმის შესახებ გადააგზავნა ინფორმაცია. აღნიშნულმა პირებმა არარსებული და განაშთული ცნობის ნომრებით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში გამოყენების გზით, 19769.09 კუბური მეტრი დამუშავებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია მოახდინეს.  

საქმეთა მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics