11:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 11:55:31, 1185 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის 2024 წლის არჩევნებისთვის დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

ტრამპი პირველად ნიუ-ჰემფშირს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარე სტივენ სტეპანეკი საარჩევნო კამპანიას ზედამხედველობას გაუწევს. ამის შემდეგ ტრამპი სამხრეთ კაროლინაში გაემგზავრა.

"ჩვენ ვიწყებთ. ჩვენ ვიწყებთ სწორედ აქ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. ახლა უფრო გაბრაზებული და უფრო მონდომებული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ", - თქვა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყოველწლიური შეხვედრის ძირითადი მიმართვისას.

თავის გამოსვლაში ტრამპმა ისაუბრა თავის კამპანიის დღის წესრიგზე, მათ შორის გეგმებზე, გააუქმოს ფედერალური დაფინანსება სკოლებისთვის, რომლებიც „აწესებს“ კრიტიკულ რასის თეორიას ან „მემარცხენე გენდერულ იდეოლოგიას“.

ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ს სამხედროებზე და თქვა: ”ჩვენ გვყავს შესანიშნავი ჯარი, მაგრამ ასევე, სისტემის ნაწილი რამდენიმე სულელი მაღალჩინოსანიცაა”. 

ამავდროულად, დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი ოფიციალურად გამოცხადებული კანდიდატია, ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, 12 ქულით ჩამორჩება მის, დიდი ალბათობით, მთავარ ოპონენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics