23:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 15:34:27, 1426 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - სააკაშვილი აქ თავისი ნებით არ ჩამოსულა, გარკვეულმა ჯგუფებმა რევოლუციის მოსაწყობად ჩამოიყვანეს

სააკაშვილი აქ თავისი ნებით არ ჩამოსულა, მას დაუგეგმეს, ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა,– ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის Spiegel-თან ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი ამოცანა იყო რევოლუციის გზით მოსულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.

"სააკაშვილი აქ თავისი ნებით არ ჩამოსულა, მას დაუგეგმეს, ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა, რისთვის, ხომ გაცხადდა, რომ აქ მოეხდიონა ქაოსი, არეულობა და შემდეგ პარლამენტის პიკეტირება, შემოვარდნა. 

მათი ამოცანა იყო რევოლუციის მოწყობა, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა და მეორე ფრონტის გახსნა. დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული აი ხერხემალს რომ ეძახდნენ, იგივე მერაბიშვილი და დანარჩენებით, ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს", - განაცხადა ზარქუამ. 

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics