|
2023-01-27 19:18:21, 1143 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა. ტრენინგი კიბერდანაშაულზე პირველად რეაგირებას შეეხებოდა, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი და ამავე ლაბორატორიის ანალიტიკოსი ბრენდონ ჩიი უძღვებოდნენ. ტრენინგში, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შედეგად, ტრენინგის ჩვიდმეტივე მონაწილემ კიბერინციდენტებზე პირველადი რეაგირების ექსპერტის სერტიფიკატი მიიღო. კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსი 2023 წლის ბოლოს დასრულდება. საქართველოს პროკურატურა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების მიმართულებით მომავალშიც განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)