14:56 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 17:28:55, 1171 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე, იმ გამოწვევებზე იმსჯელეს რომელთა წინაშეც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წევრი სახელმწიფოები დგანან. მინისტრის მოადგილემ საქართველოში მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ ქვეყანაში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების, GMP და GDP სტანდარტების დანერგვისა და წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები.

ღონისძიებაზე სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებად წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ანაზღაურების სქემის დახვეწა, ასევე ახალი მედიკამენტების დანერგვისთვის საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება განისაზღვრა.

მოლდოვაში, თამარ გაბუნიასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი თინა ტურძილაძე და ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო კვერნაძე იმყოფებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics