|
2023-01-27 17:24:37, 1068 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დღეს შეხვედრები სოფელ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელში მეტეხში, ბარნაბიანთკარში და სადგურ მეტეხის დასახლებაში ჩატარდა. საკონსულტაციო შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ტატანაშვილი ესწრებოდნენ. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით პრიორიტეტი სადგურ მეტეხის დასახლებაში სოფლის სასაფლაოს შემოღობვას, სოფელ ბარნაბიანთკარში საბავშვო სივრცის და სოფელ მეტეხში გარეგანათების სისტემის მოწყობას მიანიჭეს. მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)