|
2023-01-27 16:27:04, 1022 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ავიაკომპანია Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს, სერგეი შიროვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის წარმატებულ ოპერირებას. ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც განიხილავს. "მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამის წარმატებული მაგალითია ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 წელზე მეტია 4 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. Uzbekistan Airways - უზბეკეთის მთავარი ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით დაფრინავს. მათ შორის მაღალი დატვირთვით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ 1 სიხშირეს დაამატებს ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)