23:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 15:23:05, 1205 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კობა ნაყოფიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელება არ ხდებოდა. 

პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე კონტროლი და უკანონო ჩაწერა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ახასიათებდა. 

"„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს და ის, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით, ცდილობს, რომ შეაბრუნონ და სხვა სახით წარმოადგინონ. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. ეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე კონტროლი, უკანონო ჩაწერა და ა.შ. არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“ , - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics