06:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 12:29:48, 1052 ნახვა

საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პრაქტიკული ასპექტები. ასევე, პროკურორებმა ისაუბრეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობაზე,  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქციებზე სამართალწარმოების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა: სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის სპეციფიკაზე, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენციაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, სპეციალიზებულმა პროკურორებმა ფემიციდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. 

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics