|
2023-01-27 12:20:48, 1090 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება, ძლივს ჩავსვი ეტლში და მე მეუბნებიან, რომ საშუალო დონის ავადმყოფია?!
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ გამოტანილ დასკვნას "ზედაპირულსა და არადამაჯერებელს" უწოდებს. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები მაღალი დონის სპეციალისტების მიერ არის დადასტურებული. გარდა ამისა, ალასანია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე მისი ვიზუალიც მეტყველებს. "საქართველოში იყო ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომელიც არის. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში - ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში, წარმოიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაშია და მე მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო დონის ავადმყოფი?! ის რაც მოვისმინე იყო ძალიან ზედაპირული და არადამაჯერებელი ჩემთვის",- განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის მინისტრმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დასკვნა ცენტრ "ემპათიას" შეადარა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)