12:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 11:49:19, 1885 ნახვა

მსოფლიო
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის სამართალდამცველი, 2 დაცვის წევრი კი დაშავდა.

"2023 წლის 27 იანვარს, ბაქოს დროით დილის 8:30 საათზე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

თავდამსხმელი კალაშნიკოვის ავტომატური იარაღით შეიჭრა დაცვის პოსტზე და მოკლა დაცვის სამსახურის უფროსი. თავდასხმის აღკვეთისას საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელიც დაშავდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ მოღალატურ თავდასხმაზე გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics