|
2023-01-26 19:17:59, 1813 ნახვა
სხვადასხვა
აშშ ახორციელებს ზეწოლას თურქეთზე, რომ აუკრძალოს რუსულ ავიაკომპანიებს Boeing-ით ფრენა ქვეყანაში
აშშ-ის ოფიციალური პირები ახორციელებენ ზეწოლას თურქეთზე, რომ ქვეყანამ აუკრძალოს რუსულ ავიაკომპანიებს აშშ-ის წარმოების თვითმფრინავების თურქეთიდან და უკან ფრენა, - იტყობინება The Wall Street Journal. მათი თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეში გააფრთხილეს ანკარა შედეგების შესახებ, თუ თურქული სტრუქტურები მომსახურებას გაუწევენ რუსულ (ასევე ბელორუსულ) გადამზიდველებს. ისინი აფრთხილებენ, რომ თურქეთის მოქალაქეებს ემუქრებათ პატიმრობა, ჯარიმები, საექსპორტო პრივილეგიების დაკარგვა და სხვა დამსჯელი ღონიძიებები, თუ ისინი უზრუნველყოფენ საწვავის შევსებას და სათადარიგო ნაწილებს ამერიკული წარმოების თვითმფრინავებისთვის, რომლებიც დაფრინავენ რუსეთიდან და ბელორუსიიდან. ეს არღვევს გასულ წელს დაწესებულ ექსპორტის შეზღუდვებს, - აღნიშნულია გამოცემის პუბლიკაციაში. 1 ოქტომბრიდან რუსეთისა და ბელორუსის ავიახაზებმა, მათ შორის აეროფლოტმა, 2100-ზე მეტი ფრენა შეასრულეს ამერიკული წარმოების თვითმფრინავით თურქეთში, წერს გაზეთი საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებზე დაყრდნობით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს უდიდესმა თვითმფრინავების მწარმოებლებმა Boeing-მა და Airbus-მა შეაჩერეს სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ასევე შეწყვიტეს რუსული ავიახაზების ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა. მათ შეუერთდა Raytheon Technologies, რომელიც მოიცავს Collins Aerospace-ს. Boeing-მა ასევე შეაჩერა პილოტების მომზადება რუსეთში. ძრავების მწარმოებელმა CFM International-მა შეატყობინა რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთში თვითმფრინავის ნაწილების ყველა მიწოდების შეჩერების შესახებ. რუსული ავიახაზები იყენებენ დაახლოებით 800 CFM56 ძრავას. ისინი აღჭურვილია ყველაზე პოპულარული Airbus A320 და Boeing 737 თვითმფრინავებით.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)