|
2023-01-26 18:28:10, 981 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე ამავე მწერლის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა
გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე ამავე მწერლის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სკვერში, დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, დაიგო ბალახი და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, განახლდა მოსასვენებელი პავილიონები. სკვერში განთავსდა მწერლის ცნობილი ფრაზების ამსახველი ინსტალაციები. გაწეული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 516 946 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ზურაბ ქაშიაშვილთან, ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებთან და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)