10:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 17:21:56, 1657 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი Leopard-ებზე - მწვანე შუქი პარტნიორებს, დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო

გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის საკითხს.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს შეიტყო. მან დასძინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რის გამოც მადლობას უხდის კანცლერს და გერმანელ მეგობრებს.

"გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის. ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ, მხოლოდ მაშინ გავიგე როდესაც ოლაფ შოლცს ვესაუბრებოდი. გულწრფელად მადლობელი ვარ კანცლერის და ყველა ჩვენი გერმანელი მეგობრის". - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე გერმანულმა გამოცემა, Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლაფ შოლცმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics