00:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 15:33:37, 942 ნახვა

პოლიტიკა
წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში - კასიანოვი „ქართულ ოცნებას“ პასუხობს

თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში,- ასე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი „ქართული ოცნების“ კრიტიკას.

მისი თქმით, აღნიშნული გაუგებრობა იმიტომ ხდება, რომ მისი ზოგიერთი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება.

"თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში. ჩნდება გაუგებრობები, როდესაც ზოგიერთი ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. ასე რომ, წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ სრულად, ორიგინალში და მიიღებთ ყველა პასუხს როგორ ერთ, ისე მეორე საკითხზე. ინტერვიუს 90% მიძღვნილი იყო იმ საქმეებისადმი, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. 

გავრცელებული განცხადებები იყო თუ არა სპეკულაცია, ამას ვერ გეტყვით. შევხვდები მთავრობის წარმომადგენლებს და ყველაფერს განვიხილავთ",- განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგენის შემთხვევაში, უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. აღნიშნულ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics