06:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 16:23:53, 920 ნახვა

საზოგადოება
აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მხრიდან ნიკა მელიასთვის გადაცემული მანქანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის გადაცემული მანქანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. 

აღნიშნული თემით უწყება პარტიის წევრების მხრიდან სატელევიზიო ეთერებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაინტერესდა. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",- განუცხადეს "ექსპრესნიუსს" უწყებაში. 

საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიამ საჩუქრად დავით კეზერაშვილისგან მიიღო. როგორც ბეჟაშვილმა 22 იანვარს  ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა, მიუღია საჩუქრებიც, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად ნიკა მელია, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ "მას შემდეგ რაც დაინახა, რომ კეზერაშვილი შიდა პარტიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება რამდენჯერმე სცადა". ხოლო ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის ნაჩუქარი მანქანა, მისივე თქმით, დღემდე პარტიის ავტოფარეხშია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics