|
2023-01-23 20:07:25, 825 ნახვა
საზოგადოება
შსს - 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საზღვარის კვეთა 1 669 005- ჯერ განხორციელდა
2022 წელს საქართველოს საზღვარის კვეთა 1 669 005- ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა), ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი, 1 405 552 ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან იყო. საზღვარის კვეთისას 71% უცხოელი იყო, 29% კი - ქართველი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. აქედან გამომდინარე, აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთი საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე იყო, შემდეგ კი დეკემბრის თვეში ის თურქეთმა ჩაანაცვლა.
2022 წლის დეკემბრის მონაცემთა მიხედვით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჭარბობს 31-45 წლის ადამიანებში. საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა, ხოლო მესამე - ყაზბეგის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)