13:02 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 23:48:28, 1547 ნახვა

ომი უკრაინაში
მარკ მილი - უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებით დასრულდება

უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, არა ბრძოლის ველზე, არამედ  მოლაპარაკებით დასრულდება. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა ძალიან რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია უკრაინელებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ტაქტიკური დონის შეტევითი ოპერაცია, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად.

“სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა.

რაც შეიძლება მოხდეს არის თავდაცვის გაგრძელება, ფრონტის სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ამის მკაფიოდ გაკეთება შესაძლებელია. ვფიქრობ ეს დამოკიდებულია აღჭურვილობის მიწოდებასა და მომზადებაზე. ვფიქრობ, შესაძლებელია უკრაინელებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ტაქტიკური ან თუნდაც ოპერატიული დონის შეტევითი ოპერაცია, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად”, - განაცხადა მარკ მილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics