|
2023-01-20 14:20:02, 895 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი - საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას, რაც საქართველომ უკრაინასა და რუსეთისადმი არსებული დამოკიდებულებით დაიმსახურა. "უკრაინის საკითხთან და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციებისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებას და საქართველოში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას. უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის, მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის“ , - განაცხადა გავრილოვმა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებასა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. მისივე თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამო. შეგახსენებთ, რომ ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)