05:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 10:19:54, 1501 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოყო.

დახმარების პაკეტი მოიცავს:

  • საბრძოლო მასალა NASAMS და HIMARS საჰაერო თავდაცვის სისტემებს;
  • 8 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Avenger-ს;
  • 59 ერთეულ Bradle-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით და 295 000 ერთეული 25 მმ-იანი საბრძოლო მასალით;
  • 90 ერთეულ Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს;
  • 53 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს;
  • MRAP-ს, მაღალსიჩქარიან ანტირადიაციულ HARM-ის რაკეტებს;
  • 105 მმ-იანი კალიბრის 95 000 საარტილერიო ჭურვს;
  • 155 მმ-იანი კალიბრის 20 000 საარტილერიო ჭურვს;
  • მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვებს;
  • 11 800 ერთეულ 120 მმ-იან ნაღმტყორცნს;
  • იარაღის ბუქსირების 22 ტაქტიკურ მანქანას;
  • 2 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას;
  • 3 მილიონზე მეტ ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის და სხვა საბრძოლო მასალას.

პენტაგონის განცხადებით, ეს პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას, შეებრძოლოს მოკლე და საშუალო მანძილის საფრთხეებს და გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების უკვე 30 პაკეტია.

საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 26 მილიარდი დოლარი გამოუყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics