03:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 23:54:53, 857 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში

საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ურყევი მიზანია სამხრეთ კავკასიის განვითარება და ისეთ რეგიონად წარმოჩენა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. მან დასძინა, რომ საბოლოო მიზნად საქართველოს მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესება და მომავალი თაობებისთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა რჩება.

"მერგო პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევრაზიის შუა დერეფნის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში. ურყევი მხარდაჭერა გამოვხატე სტრატეგიული პარტნიორების წინაშე. საქართველო ბუნებრივად არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში.

ჩვენი ურყევი მიზანია სამხრეთ კავკასიის განვითარება და ისეთ რეგიონად წარმოჩენა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესება და მომავალი თაობებისთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics