2023-01-19 18:06:17, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
დნეპრში მაღალსართულიან კორპუსზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა
რუსულმა რაკეტამ, რომელიც დნეპრის მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, 46 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, 11 ადამიანის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ ხერხდება, ხოლო იგივე რაოდენობით ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
მან დასძინა, რომ 80 ადამიანი არის დაშავებული, ქალაქის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 24 დაზარალებული რჩება, სამი ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა, მათ შორის ერთ-ერთი 9 წლის გოგონაა.
"დაშავდა 80 ადამიანი. ქალაქის საავადმყოფოებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 24 დაზარალებული რჩება. სამი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 9 წლის გოგონაა", - განაცხადა რეზნიჩენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,