2023-01-19 17:26:42, 1490 ნახვა
ომი უკრაინაში
„უკრაინა ურღვევია“ - შარლ მიშელმა კიევში სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა
ევროსაბჭოს ხელმძღვანელი უკვე კიევში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი RBC Ukraine ავრცელებს.
შარლ მიშელის ვიზიტი კიევში სამხედრო ჰოსპიტალის მონახულებით დაიწყო, შემდგომ კი, მან რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოინახულა და ყვავილებით შეამკო.
"აღფრთოვანებული ვარ სარეაბილიტაციო ცენტრში ვეტერანების გამბედაობით. უკრაინა ურღვევია", - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში ვიზიტი დღეს დაანონსა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინისპრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და დეპუტატებთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილოს ის მისაღები ზომები, რაც უკრაინის გასაძლიერებლად არის საჭირო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,