17:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 15:06:06, 1081 ნახვა

საზოგადოება
გმირები არ კვდებიან - უკრაინის კულტურის მინისტრი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეზე

გმირები არ კვდებიან, - ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კულტურის მინისტრმა, რომელიც კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად უკრაინიდან ჩამოვიდა, აღნიშნული სიტყვა ქართულად წარმოთქვა.

„ვიცი, რომ ბატონმა ვახტანგმა უკრაინული სიმღერა ქართულად თარგმნა, ამიტომ მსურს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულად - როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში მებრძოლები, მაშველები, ექიმები ან არტისტები იღუპებიან, ამბობენ - გმირები არ კვდებიან. ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს - გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნა“, - განაცხადა ალექსანდრე ტკაჩენკომ, რომელმაც მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილიც წაიკითხა.

საქართველოს სახალხო არტისტს დღეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. 

ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics