|
2023-01-19 13:17:59, 1531 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ, თბილისის მერიის ტენდერი „გრინსერვის პლუსმა“ მოიგო
კომპანია „გრინსერვის პლუსის“, რომლის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე არიან დაკავებული, თბილისის მერიის ტენდერი მოიგო. ტენდერის პირობების მიხედვით, „გრინსერვის პლუსი“ თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოებს ჩაატარებს. მერიამ 3,5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, კომპანიამ კი მას 3,1 მილიიონი ლარი შესთავაზა. ამ ჟამად კი კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „გრინსერვის პლუსი“ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო. შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი დააკავა, მათ შორის არიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. მათ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ოქტომბერს შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)