|
2023-01-19 10:15:10, 1253 ნახვა
მსოფლიო
გერმანული მედია - ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ აშშ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის,- აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. როგორც გერმანული მედია წერს, კანცლერმა ბოლო დღეებში დახურულ კარს მიღმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება ამერიკულ ტანკებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა, განაცხადა: „ბაიდენი თვლის, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების დახმარების რა ნაბიჯებს გადადგამს და რა სახის აღჭურვილობით შეძლებს უკრაინის დახმარებას". ამასთან, როგორც გერმანული მედია წერს, დასავლელი მოკავშირეები 20 იანვარს გერმანიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გზები განიხილონ. აღსანიშნავია, რომ გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ სხვა ევროპული ქვეყნებიც მოუწოდებენ. როგორც, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოთხშაბათს დავოსში, გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრეებს განუცხადა, ეშინია, რომ რუსეთი თვეების განმავლობაში ამზადებს ახალ შეტევას უკრაინაზე და ამიტომ გადამწყვეტი კიევისთვის დამატებითი საბრძოლო ტექნიკის მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცნობისთვის, გერმანული ტანკი Leopard 2 დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო ტანკად ითვლება, რომელიც იწონის 60 ტონაზე მეტს (60000 კილოგრამს), აქვს 120 მმ გლუვლულიანი იარაღი და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 5 კილომეტრამდე მანძილზე.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)