2023-01-19 09:20:03, 1520 ნახვა
ომი უკრაინაში
Associated Press - აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს
აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას გეგმავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაკეტი მოიცავს დაახლოებით 100 Stryker საბრძოლო მანქანას და მინიმუმ 50 Bradley-ის ჯავშანმანქანას, რათა უკრაინულ ძალებს საშუალება მისცენ უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ იმოძრაონ ფრონტის ხაზზე.
გარდა ამისა, დახმარება სავარაუდოდ მოიცავს საბრძოლო მასალას, მათ შორის რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა მოუწოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სასწრაფოდ გადასცეს უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად აუცილებელი იარაღის სისტემები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,