03:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 20:11:04, 856 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ხელისუფლების წინააღმდეგ აქვთ აგებული კამპანია ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს საქართველოს 20% გაუფორმეს

რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია. განაცხადა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოუწერა რუსეთს საქართველოს 20%-მდე ტერიტორიებზე, რომელმაც დაადასტურა  დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო და რუსებს მიყიდეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები, მათ რა პასუხი უნდა გასცენ დასმულ კითხვებს.

"რუსეთს - გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!

რუსეთს - ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!

რუსეთს - მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!

რუსეთს - მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი. 

რუსეთს - ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!

რუსებს - პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!

რუსეთსაც - გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!

რუსეთთან - არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!

რუსებისგან - იღებენ შემოსავალს, - ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი! 

ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!

რუსეთისგან - არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!..", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics