|
2023-01-18 15:52:03, 1017 ნახვა
საზოგადოება
“საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მიმდინარე წლის 16 იანვარს, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე, “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)