01:08 - 07 Jun, 2026
|
2023-01-18 12:23:06, 2434 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინის შს მინისტრი და ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ევგენი ენინი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს. არსებული ცნობით, უკრაინაში, ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ევგენი ენინი იმყოფებოდნენ. ამასთან ერთად, ბორტზე იმყოფებოდა პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. ეროვნული პოლიციის ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნას 16 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. 22 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში , მათ შორის 10 ბავშვი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)