|
2023-01-18 11:40:01, 1050 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მეწარმეებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მადლობას იმსახურებს ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ თბილისის სტუმრებს სადღესასწაულო დღეები საინტერესოდ და ხალისიანად გაეტარებინათ. „მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი. ყველას გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია, მშვიდობასა და სულიერ სიმშვიდეს. 2023 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახლახან დასრულდა და მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც ჩართული იყო პროცესში და ყველაფერი გააკეთა, რომ თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო დღეები საინტერესოდ და ხალისიანად გაეტარებინათ. გარდა ამისა, მადლობას ვუხდი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული. მათ სხვადასხვა ადგილი, სკვერი, პარკი გაალამაზეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება ასეთი კომპანიების რიცხვი. ასევე, მადლობა ყველა მეწარმეს, ვინც „საახალწლო სოფლის“ მოწყობაში იყო ჩართული და ქმნიდა სასიამოვნო გარემოს იქ მისული ადამიანებისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ყოველდღიურად მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გადაუხადა. „განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვახტანგ გომელაურს. ასევე, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნავდა და გვეხმარებოდა. გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რაც გამოიხატა ორბელიანის მოედანსა და 9 აპრილის ბაღში მისული დამთვალიერებლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ არამარტო პატარებს, არამედ ყველა ასაკის დამთვალიერებელს მოეწონა ჩვენი „საახალწლო სოფელი“, რაც განსაკუთრებით მახარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)