19:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 14:00:59, 1685 ნახვა

ომი უკრაინაში
დნეპრში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

დნეპრში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ბორის ფილატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაშველებმა დღეს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც გარდაცვლილი არასრულწლოვნების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

„09:46 საათზე, მე-4 სართულზე, დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 1 გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რუსეთმა დნეპრში მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად 79 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი დაშავდა. მომხდარის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) უკვე დაადგინა იმ რუსი სამხედროების ვინაობა, რომლებიც სარაკეტო იერიშში მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, თავდასხმა ათობით რუსმა სამხედრო მოსამსახურემ განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics