|
2023-01-16 11:23:36, 1470 ნახვა
ომი უკრაინაში
დნეპრის მერი - არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა
არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა,- ამის შესახებ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა. ფილატოვმის თქმით, არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს. „ის როლებში შეიჭრა. ეს ისეთი ნარცისია, რომელსაც შესაძლოა, აქვს რაიმე სახის ინდულგენცია ან ზოგიერთი ვარიანტი ბანკოვაიას ზოგიერთი ლიდერისგან. ამაზე რეაგირებაა საჭირო. ეს არის საჩუქარი რუსული პროპაგანდისადმი. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ კონტრდაზვერვამ კითხვები უნდა დაუსვას. გამოვიდა ადამიანი და ამ სიტუაციის სრული დისკრედიტაცია მოახდინა“,- განაცხადა ფილატოვმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ამასთან, უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რუსული „X-22“ ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)