|
2023-01-16 08:25:21, 1332 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრემიერი - რუსეთი სამხედრო დანაშაულს სჩადის, დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ
პოლონეთის პრემიერ მინისტრი უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მატეუშ მორავიეცკი Twitter-ზე წერს, რუსეთი მიზანმიმართულად სჩადის სამხედრო დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. "რუსეთი მიზანმიმართულად სჩადის კიდევ ერთ სამხედრო დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის არაადამიანური. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ მის შესაჩერებლად",- წერს პოლონეთის პრემიერი. ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 29 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)