17:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-15 10:43:41, 1501 ნახვა

ომი უკრაინაში
დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია - 73

დნეპრში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია. 

მაშველებმა დანგრეული მაღალსართულიანი კორპუსიდან 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გადაარჩინეს. 

როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, ამ წუთებში ნანგრევებში არსებული სამი მცირე კერის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. 

"იგეგმება პერსონალის როტაცია. გაშლილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 4 კარავი და მოხალისეთა ერთი კარავი (კვებით უზრუნველყოფილია). საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა 40 დაზარალებულს დახმარება გაუწიეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და საშიში კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი გრძელდება. სამუშაო ადგილის განათება უზრუნველყოფილია.

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ დასძინა, 40-ზე მეტი დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოებშია, ოთხი კი მძიმედ დაშავებულია რეანიმაციაში. მისი თქმით, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია.

"წინასწარ, შაბათს მტრის თავდასხმამ საცხოვრებელ კორპუსის 72 ბინა გაანადგურა,დაზიანდა 230-ზე მეტი... მიმდინარეობს შენობის დანგრეული სტრუქტურების დემონტაჟი. თითქმის 3500 ტონა ნამსხვრევები უკვე ამოღებულია", - განაცხადა რეზნიჩენკომ.

ცნობისთვის, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი დნეპრი დაბომბეს. რაკეტა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად განადგურდა.

მაღალსართულიან შენობაზე დარტყმა რუსული ხ-22 რაკეტით განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics