06:14 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 12:24:39, 1176 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - არ მგონია, რომ რომელიმე უცხოელი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსნის განცხადება სააკაშვილზე საინტერესო იყოს

არ მგონია ახლა, რომ კიდევ საინტერესო იყოს რომელიმე პიროვნების, მათ შორის უცხოელი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარი სააკაშვილი უნდა იხდიდეს თუ არა სასჯელს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ნებისმიერი უცხოელი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის განცხადება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მოსახლეობისთვის მინიმუმ შეურაცხმყოფელი იქნება. 

"ყველამ იხილა პატიმარ სააკაშვილის სიმულაციები საჯაროდ, მერე მისივე ექსპერტის აღიარება, რომ ის ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს ყოველდღე და ასეთ ვითარებაში ცარიელ ბოთლებს მერე ექთნებს ესვრის. ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ის ოროთახიან ლუქს პალატაში. ბუნებრივია, ამ ფონზე ნებისმიერმა თანამდებობის ყოფილმა თუ ახლანდელმა პირმა, მით უფრო უცხოეთიდან, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, საქართველოს საზოგადოებისთვის ეს იქნება მინიმუმ შეურაცხმყოფელი, მაგრამ პოზიცია, ბუნებრივია, არ შეიცვლება იმიტომ, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად უშლის ხელს პატიმარი სააკაშვილი, მაგრამ ახლა ვეღარც უშლის. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ამაზე ნუ იღელვებთ. ევროინტეგრაციას ხელს ვერავინ შეუშლის", - აცხადებს მაჭარაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics