|
2023-01-12 13:11:23, 1266 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს განათლების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. ბანკის მხარდაჭერით, თებერვლის ბოლოს საქართველოში პირველი ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ. საქართველოში აღნიშნული ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა ორ რაუნდად ჩატარდება - პირველი ეტაპი თბილისის სკოლებისთვის 26 თებერვალს თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლებისთვის 27-28 თებერვალს სკოლებში გაიმართება. პირველი რაუნდის ფარგლებში, მოსწავლეები გაივლიან ონლაინ ტესტირებას და 40 წუთის განმავლობაში 25 დახურულ შეკითხვას გასცემენ პასუხს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 200 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას ეროვნულ რაუნდში მიიღებენ. ოლიმპიადის მეორე რაუნდი ივნისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც ახალგაზრდებს ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პანელურ დისკუსიებში, შეხვდნენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს, გაიღრმავონ ცოდნა და დაამყარონ ახალი კავშირები. „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად საჭირო რესურსების შექმნას და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ფინანსური ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში გამოიხატება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარია. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად გაიმართება ეკონომიკის ოლიმპიადა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავებას და სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა მასწავლებლებმა უნდა დაარეგისტრირონ სკოლა და მონაწილეობის მსურველი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, ხოლო ოლიმპიადის დღეს შეასრულონ კოორდინატორის ფუნქცია. ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და განაცხადების მიღება 17 თებერვალს დასრულდება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)