|
2023-01-12 11:33:56, 1174 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი დმიტრიევი დააკავეს
მინსკში ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი დმიტრიევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი მინსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი დაკავების მიზეზი უცნობია. ანდრეი დმიტრიევი საზოგადოებრივი მოძრაობის "უთხარი სიმართლეს" ყოფილი თანათავმჯდომარეა. ორგანიზაცია 2010 წელს შეიქმნა, თუმცა 2021 წლის ოქტომბერში გაუქმებული იქნა ბელარუსის უზენაესი სასამართლოს მიერ, ორგანიზაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო. ის ალექსანდრე ლუკაშენკოს აქტიური მეტოქეა. 2020 წლის არჩევნებზე თავად ანდრეი დმიტრიევი გახდა ბელარუსის ამჟამინდელი მმართველის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეგისტრირებული ოპონენტიდან ერთ-ერთი. ქვეყნის ცესკო-ს მონაცემებით, მან ხმების 1,21% მიიღო. დმიტრიევი უშიშროების ძალებმა არაერთხელ დააკავეს, ბოლოს პატიმრობაში 2022 წლის აგვისტოში იმყოფებოდა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)