07:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 18:39:52, 880 ნახვა

პოლიტიკა
NATO-მ და ევროკავშირმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 10 იანვარს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის ომმა მათ პარტნიორობის გაღრმავებისკენ უბიძგა. მათ გამოთქვეს რწმენა, რომ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ქვეყნების გაყოფა იყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

„პუტინს ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა - მას ეყოლება მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics