20:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 13:38:40, 2349 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტირება დაიწყო

ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტირება დაიწყო. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა .

მისი თქმით, პირველი იანვრიდან ყველა მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სავალდებულო ხდება რუსული პასპორტის აღება.

„1 მარტიდან შეუძლებელი იქნება მარიუპოლის ტერიტორიაზე ბიზნესის კეთება რუსული პასპორტის გარეშე. მოსამართლეები, იურისტები ასევე უნდა იყვნენ აკრედიტებული DPR-ის მიერ. ამავე დროს, ასეთი „კანონი“ არ არსებობს, მაგრამ სიტყვიერად გააფრთხილეს ამის შესახებ“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მისივე თქმით, მარიუპოლში სიკვდილიანობა რვაჯერ გაიზარდა . ქალაქში წყალი და ელექტროენერგია არ არის და სიცივის დადგომასთან ერთად ხალხი უბრალოდ იყინება სახლებში.

"სიტუაცია ძალიან ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. გათბობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია. ცენტრალიზებული გათბობა არ აღდგა ქალაქის უმეტეს ნაწილში. მოსახლეობის მაქსიმუმ 30% არის ჩართული ცენტრალიზებულ გათბობაზე", - განმარტა ანდრიუშჩენკომ.

პარალელურად, ოკუპანტები მარიუპოლის საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად აქცევენ. რუსებმა დაიწყეს სამუშაოები ნავმისადგომების ჩვეულებრივ სამოქალაქო და სამხედრო ნავმისადგომებად დაყოფაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics