|
2023-01-09 19:48:11, 1624 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროება - ლიმანიდან უკან დახევის დროს რუსებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები და გააუპატიურეს ქალები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევისას დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს და ქალები გააუპატიურეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ მოისმინეს რუსების ერთ-ერთი სატელეფონო საუბარი, რომელიც დოკუმენტირებულია და მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოკუპანტებმა მაქსიმალური სასჯელი მიიღონ ყოველი დანაშულისთვის "როდესაც ჩვენ ლიმანი ჩავაბარეთ, რუსმა სამხედროებმა ყველა დაჭრეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს. ხოლო ვინც შედარებით ახალგაზრდა იყო, წაიყვანეს. ქალები, ახალგაზრდები: ყველა სცემეს, დაჭრეს, დახვრიტეს" - ამბობს რუსი ჯარისკაცი. ცნობისთვის, უშიშროების სამსახურმა 21000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის არმიის მიერ ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)