|
2023-01-09 16:39:55, 1179 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა ირანელი დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა დაგმო
რომის პაპმა, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასიკვდილო სასჯელის გამოყენება დაგმო. მისი თქმით, სიცოცხლის უფლება ილახება იქაც, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გრძელდება, როგორც ეს ახლა ხდება ირანში. „სიცოცხლის უფლება ილახება იქაც, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გრძელდება, როგორც ეს ახლა ხდება ირანში. დემონსტრანტები ქალების ღირსების პატივისცემას ითხოვენ“,- განაცხადა პაპმა. მისივე თქმით, ადამიანის სიკვდილით დასჯა დაუშვებელია, რადგან ეს არღვევს პიროვნების ღირსებას და არ წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს, არამედ პირიქით, მხოლოდ შურისძიების წყურვილს აღძრავს. „სასიკვდილო სასჯელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სავარაუდო სახელმწიფო მართლმსაჯულებისთვის, რადგან ის არ წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს და არ ახორციელებს სამართლიანობას მსხვერპლთა მიმართ, არამედ მხოლოდ შურისძიების წყურვილს აღძრავს“,- დასძინა პაპმა. შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს. მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. გარდა ამისა, უფლებადამცველებმა ასევე დემონსტრანტების გატაცებისა და მათ ნათესავებზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს. ზოგიერთ "აჯანყებულს", სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო იარაღის ტარება, სამართალდამცავების დაჭრა და საზოგადოებრივი და სამთავრობო ქონების განადგურება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ისლამური სისტემის დაპირისპირების მიზნით ცეცხლის წაკიდება. გარდა ამისა, თეირანის სასამართლომ მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილესეებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)