|
2023-01-09 15:56:43, 1314 ნახვა
მსოფლიო
ეუთოს გენერალური მდივანი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგია
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგია. მისი თქმით, ერთ დღეს ორგანიზაციას კვლავ დაგვჭირდება რუსეთთან საკომუნიკაციო არხები. „ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, აზრი აქვს, რომ რუსეთი დარჩეს ეუთოს წევრად“, - განაცხადა შმიდმა. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის აგრესიის ფონზე, ეუთოს წარმომადგენლებს მისი ორგანიზაციიდან გარიცხვისკენ მოუწოდა. ”ერთ დღეს ჩვენ კვლავ დაგვჭირდება საკომუნიკაციო არხები”,- დასძინა შმიდმა. მისივე თქმით, ეუთო არის ერთადერთი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც ყველა, ვინც მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, ერთ მაგიდასთან ზის. ის გამოვიდა ცივი ომის დაპირისპირებიდან და დაარსდა ძალიან განსხვავებული ინტერესების მქონე ქვეყნების მიერ, რომლებსაც მაინც სურდათ ესკალაციის თავიდან აცილება. ცნობისთვის,ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იმის გამო, რომ ის საკმარისად არ იყო ჩართული ომის დაასრულების საკითხში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)