09:59 - 10 May, 2026
|
2023-01-07 01:28:50, 972 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. კახა კალაძემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ვინც დღეს შობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს - სიკეთის, სიყვარულის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად და იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)